Sunday, June 10, 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთას საჯარო სკოლის და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი

საგანმანათლებლო პროექტი-„ჩემი ვირტუალური მეგობარი“

პროექტის სახელწოდება
“My virtual friend”- „ჩემი ვირტუალური მეგობარი“

პროექტში მონაწილეები
ხელმძღვანელები:შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ.ხაბელაშვილების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პეგადოგი ნანა ვასაძე-ჯანელიძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალანთის ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო ვასაძე
ხაბელაშვილების და ბალანთის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეები.
პროექტის დაწყება
 და დამთავრება
2018 წლის  1 თებერვალი-1 მარტი ჩათვლით .ერთი თვე.


პრობლემის ანალიზი

         დღეს 21 საუკუნეში უამრავი საშუალება არსებობს მოსწავლეებისთვის ,რომ გაიუმჯობესონ ინგლისურად კომუნიკაციის უნარი.მაგალითად სხვადასხვა საგანმანათლებლო ვებგვერდები ,ადამიანური რესურსები(უცხოელი პედაგოგები ან კიდევ ტურისტები).
         
          მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეებს აქვთ სიტყვების  საკმარისი მარაგი,ისინი არ ცდილობენ, გაკვეთილზე მაინც ისაუბრონ ინგლისურად.რადგან მათში დაბალია დაინტერესება და მოტივაციის დონე რომ შეძლონ კომუნიკაცია უცხო ენაზე.პრობლემას წარმოადგენს ისიც რომ ამ ასაკის ბავშვებს არ ააქვთ უცხო ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარი განვითარებული.
       უჭირთ უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის
განხორციელება და მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
        ზუსტად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მათთვის მოტივაციის ასამაღლებლად დავგეგმეთ სკაიპ-გაკვეთილები „ჩემი ვირტუალური მეგობარი“

პროექტის მიზანი

მოსწავლეები გაიუმჯობესებენ:
1)      უცხო ენის პრაქტიკაში გამოყენებას
2)      მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შეძლებენ:
1)      ინფორმაციის მოიძიებას ერთმანეთის გაცნობისა და დამეგობრებისთვის
2)      თემების დაამუშავებას როგორიცაა,ჩემი ოჯახი,ჩემი საყვარელი ცხოველი,საყვარელი საჭმელი,საყვარელი მსახიობი ,საყვარელი მომღერალი და ასე შ.


კავშირი ე.ს.გ. -თან
 უცხ.დ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
უცხ.დ.IV.18. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

პროექტის ამოცანები

1)მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
2)ლაპარაკისა და მეტყველების უნარის გაუმჯობესება-განვითარება.
3)მოტივაციის ამაღლება.

მოსალოდნელი შედეგები

1.      მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინტერესის გაღვივება.
2.      მარტივ,ყოფით თემებზე კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება
3.      თანამშრომლობის უნარის განვითარება


მიზნობრივი ჯგუფი

სოფ.ხაბელაშვილების და სოფ.ბალანთის  V- VI კლასის მოსწავლეები.

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

1)      პირველ რიგში ჩატარდება პროექტში ჩართულ მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა.   31 იანვარი  2018 წელი,   საიდანაც მოსწავლეები გაიგებენ პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.ასევე  მიეცემათ ინსტრუქციები უცხო ადამიანის გაცნობის დროს საჭირო  ფრაზების და სიტყვების შესახებ.
2)      საკუთარი თავის და ოჯახის გაცნობა 01.02.2018
ინფორმაციას დაამუშავებენ .პროექტის ფასილიტატორი   გადახედავს მასალის ,მისცემს რჩევებს და რეკომენდაციებს შეხვედრამდე.
3)      სკაიპ-გაკვეთილი 1 --02.02.2018წ.
სასაუბრო თემა ოჯახი
4)      სკაიპ-გაკვეთილი  2 --06.02.2018
საყვარელი საჭმელი
5)      სკაიპ-გაკვეთილი 3 --13.02.2018
საყვარელი ცხოველი    
6)      სკაიპ-გაკვეთილი 4---20.02.2018
საყვარელი მომღერალი---- შეასრულებენ:სიმღერას
7)      სკაიპ-გაკვეთილი 5---27.02.2018
საყვარელი მსახიობი
 განხორცილების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები
მოსალოდნელი რისკი არის ის ,რომ შეიძლება არ იყოს შუქი ან ინტერნეტი,ამ შემთხვევაში ვერ გამოვიყენებთ კომპიუტერს და პროექტორს.მაგრამ შეიძლება გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი და არ ჩავაგდოთ სკაიპ-გაკვეთილები.
მონიტორინგი და შეფასება
შეფასების რუბრიკრბი,განმავითარებელი კომენტარი
რესურსები
კომპიუტერი ,პროექტორი,მობილური ტელეფონი



განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
არადამაკმაყოფილებელი


დამაკმაყოფილებელი
კარგი


ძალიან კარგი
ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობებში, ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად.


იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთაქტივობაში.
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობების უმრავლესობაში.





აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ყველა აქტივობაში.
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს ან ძალიან იშვიათად თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.

იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.

ხშირად თანამშრომლობს კოლეგებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.







ყოველთვის
თანამშრომლობს წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დრ


სკაიპ-გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა

რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?
რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?
რა გააკეთე ამ გაკვეთილზე?
ვისთან ერთად იმუშავე?
რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?
რა ვერ გააკეთე კარგად?რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?
რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?






ხაბელაშვილების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის ნანა ვასაძე-ჯანელიძის რეფლექსია სასწავლო პროექტზე “My virtual friends”

          სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ–ერთ  წინაპირობად მიმაჩნია. პროექტი მასში მონაწილეებს  საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე  ცოდნას,  შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარ – ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი.            
                   პროექტში მონაწილეობენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ.ხაბელაშვილების  და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ.ბალანთის საჯარო სკოლის მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეები.            
                ჩავატარეთ პირველი სკაიპ-შეკრება, რომელზეც მოსწავლეებს გავაცანით პროექტის სახელწოდება, მთავარი იდეა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და განსახორციელებელი ვადა.
             უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი პროექტის მიმართ. განსაკუთრებით, სასწავლებლის სპეციფიკიდან გამომდინარე, აინტერესებდათ სამიზნე ენაზე ინგლისურ ენაზე საუბარი და ინტერაქცია.                  
              პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ინოვაციურ პროექტებში.რადგან არ არიან განებივრებული ექსკურსიებით და მსგავსი ღონისძიებებით,ეს ერთდაგვარი ექსკურსია იყო სხვა თემში.
               მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს სკაიპ-გაკვეთილები და სურვილი აქვთ კვლავ გააგრძელონ თანამშრომლობა მსგავსი სახით უკვე უფრო გრანდიოზულ პროექტში.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთას საჯარო საჯარო სკოლის პედაგოგის ნინო ვასაძის რეფლექსია

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მარტივი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევის განვითარებას. გარდა ამისა, მოსწავლეები უზიარებდნენ თავიანთ პირად გამოცდილებას ერთმანეთს და პროექტით განსაზღვრულ შედეგებზეც გავედით. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პროექტში ჩართული იყო ორი სსსმ მოსწავლე, რომლებიც გავიდნენ ასევე ესგ-თი განსაზღვრულ შედეგებზე და შეძლეს მარტივი კომუნიკაცია და დაეუფლენ ისეთ ლექსიკას, რომელიც თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება.
ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად, მოსწავლეები წინასწარ ემზადებოდნენ სკაიპ-შეხვედრებისთვის და შემდეგ უკვე ონლაინში უყვებოდნენ თავიანთ თანატოლებს პირადი გამოცდილების შესახებ კონკრეტული თემის ირგვლივ.
პროექტი ყველაზე წარმატებული, სწორედ სკაიპ-შეხვედრების დროს იყო, რადგან ამ დროს უშუალოდ საკომუნიკაციო უნარებზე მუშაობდნენ, რადგან ამაში როგორც მეტყველება, ასევე მოსმენის უნარიც შედიოდა, რადგან შიგადაშიგ კითხვებსაც უსვამდნენ ერთმანეთს. გარდა ამისა, ეს მამოტივირებელი იყო მოსწავლეებისთვის, რომ წინასწარ მომზადებულიყვნენ და სიხარულით ელოდნენ შემდეგ შეხვედრას.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა გაიცნეს თავიანთი თანატოლები და გაეცნენ მათ გამოცდილებას, ასევე ისწავლეს ერთმანეთის მოსმენა უცხო ენაზე და ინტერაქციაში მონაწილეობა. ვფიქრობ ამ პროექტით საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღეს მეექვსე კლასის მოსწავლეებმა.

პროექტის განმავლობაში იყო ტექნიკური სახის პრობლემები, ასევე ხშირ შემთხვევაში საგაკვეთილო ცხრილი არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ესეც გარკვეული სახის პრობლემას ქმნიდა. თუმცა საბოლოო ჯამში მოსწავლეებმა მიაღწიეს პროექტით განსაზღვრულ მიზნებს. მსგავის პროექტების განხორციელებისას გავითვალისწინებ, ტექნიკური საშუალებები ყოველთვის მობილიზებული მქონდეს და საჭიროების შემთხვევაში მზად მქონდეს ალტერნატიული კომპიუტერი თუ ინტერნეტის სხვა წყარო, რათა პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

No comments:

Post a Comment